ფეხბურთი

12:54 | 21.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ინსი სამსახურს პრემიერლიგაში ეძებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველი - პოლ ინსი, რომელიც ახლა “ნოთს ქაუნთის” მთავარი მწვრთნელია, პრემიერლიგაში მუშაობის სურვილს გამოთქვამს.
ინსს ისეთ კლუბში სურს დასაქმება, სადაც ტრანსფერების საკითხში ფინანსურ პრობლემებს არ გადააწყდება. 43 წლის სპეციალისტს ინგლისის უმაღლეს ლიგაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, ის 2008 წელს “ბლექბერნის” დამრიგებელი იყო.
“ბლექბერნში” ფულს არ მაძლევდნენ. პირიქით, მინუსში ვიყავით, რის გამოც ფეხბურთელების გაყიდვა გვიხდებოდა. ამ კლუბში მივედი თუ არა, დევიდ ბენტლისა და ბრედ ფრიდელის გაყიდვამ მოგვიწია. ხელმძღვანელობის მხარდაჭერას ვერასდროს ვგრძნობდი, რაც ყოველთვის მაწუხებდა. პრემიერლიგაში დასაბრუნებლად მზად ვარ, მაგრამ ისეთ კლუბში, რომელსაც ტრანსფერებში დასახარჯი ფული ექნება”- ციტირებს ინსს The daily star-ი.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098144