ფეხბურთი

17:31 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: “მარტინო “ბარსელონას” მოდელს შეეფერება”

მას შემდეგ, რაც ხერარდო მარტინოს მიერ “ბარსელონას” ჩაბარება ოფიციალურად დადასტურდა, კომენტარი კატალონიელთა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ გააკეთა.

“მარტინოს დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა. მას პარაგვაის ნაკრებთან გამართული მატჩიდან ვიცნობ. ეს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. ის კარგი მწვრთნელი ჩანს. ვფიქრობ, მარტინო “ბარსელონას” მოდელს შეეფერება.”

“ბარსას” მე-8 ნომერმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა: “ნეიმარის ტრანსფერი ჩვენს გუნდს გააძლიერებს. ყველა ტიტულის მოგების უფრო მეტი შანსი გვექნება. ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი “რეალი” იქნება, ისევე, როგორც “ბაიერნი”, რომელსაც გვარდიოლა კიდევ უფრო გააძლიერებს.

ტიაგოს გუნდიდან წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ფაბრეგასს, მას მხოლოდ “ბარსელონას” მაისურით ვხედავ და მისი წასვლა ვერ წარმომიდგენია.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114214