ფეხბურთი

13:10 | 3.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ინფორმაცია სანაკრებო თამაშების ბილეთებზე

"მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში ეროვნული ნაკრების საშინაო თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, კვლავ პარალელურ რეჟიმში გრძელდება საქართველო-ბელორუსის (7 სექტემბერი) და საქართველო-ესპანეთის (11 სექტემბერი) ბილეთების გაყიდვა. ყველა სალარო დილის 10-დან 22 საათამდე მუშაობს.
შეგახსენებთ ბილეთების ფასებს: საქართველო - ბელორუსი - 5, 10,15, 20 ლარი.
საქართველო - ესპანეთი - 10, 15, 20, 30 ლარი
ბილეთების შეძენისას, გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოსა და ესპანეთის თამაშის ბილეთების ძირითადი ნაწილი გაყიდვაში გამოვა 5 სექტემბრიდან.
საქართველო - ბელორუსის მატჩის დასაწყისია 21:00 საათი. საქართველო - ესპანეთი კი, 21:30 წუთზე დაიწყება. ორივე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.

 

სფფ-ის პრესსამსახური
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096992