კალათბურთი

11:42 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანა" აღარ ხუმრობს

"ინდიანა" აღარ ხუმრობს. ფრენკ ვოგელის მიერ დამოძღვრილი გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და საოცარი სისასტიკით უსწორდება მეტოქეებს. 21 იანვარს "ნიუ იორკის" 34-ქულიანი სხვაობით განადგურების (125:91) შემდეგ, დღეს გამთენიისას "პეისერსმა" საკუთარ დარბაზში "დეტროიტი" გაასწორა მიწასთან - 114:82.
ბოლო ორი თამაშია, ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდი გაიხსნა და შემტევ, სანახაობრივ კალათბურთს აჩვენებს. მიუხედავად გუნდის ლიდერის, დენი გრეინჯერის არყოფნისა, "ინდიანა" მშვენიერ, გუნდურ კალათბურთს აჩვენებს, რაც საკუთარ თავზე "პისტონზმა" გამოცადა. მასპინძელთა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა 10 ან მეტი ქულა დააგროვა, მათ შორის საუკეთესო კი, დევიდ ვესტი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.
"პეისერსმა" პირველ წუთებზევე ხელთ იგდო ინიციატივა და 10:2 დაწინაურდა. ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა მუდამ იზრდებოდა. "დეტროიტმა" საწყის სამ მეოთხედში შესაბამისად 17, 19 და 16 ქულა ჩააგდო, რის შედეგადაც უკანასკნელ 12 წუთს -38-ით შეხვდა - 52:90.
რა თქმა უნდა, ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ და ორივე მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რამაც მატჩის მიმდინარეობა საბოლოოდ არ შეცვალა - "პეისერსმა" 114:82 გაიმარჯვა.
ამ წარმატების შემდეგ, "ინდიანა" კონფერენციაში მეორე ადგილზე დამკვიდრდა, ჩამოაქვეითა რა იქიდან "ნიუ იორკი", რომელმაც, თავის მხრივ, დათმო "ტორონტოსთან" გასვლითი შეხვედრა - 98:100.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ მოახლოებული პლეი ოფის წინ "ბოსტონი" და "ჩიკაგო" წამყვანი მოთამაშეების ტრავმების გამო საგრძნობლად არიან დასუსტებულები, ხოლო "ნიუ იორკს" ჩავარდნა აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში "მაიამის" მთავარ მეტოქედ სწორედ “ინდიანა” უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც მიმდინარე რეგულარულში ორივე თამაში მოუგო მოქმედ ჩემპიონს.
უკვე ზედიზედ მეორე მატჩია, "ატლანტას" ძირითად ხუთეულში არის გამწესებული ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია. თუ პირველ შემთხვევაში ზაზას გუნდმა წააგო, ამჯერად, საკუთარ "ფილიპს არენაზე" "ქორები" საკრამენტოელ “მეფეებს" იოლად გაუსწორდნენ - 122:108.
ფაჩულიამ პარკეტზე 14:28 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 4 ქულა (2-6 ორქულიანი), 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოუტანა. მატჩში გადამწყვეტი გამოდგა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად აღებული ქულათა ფარდობა. ჯორჯიულმა გუნდმა ამ ასპექტში მეტოქე 33:17 დაამარცხა, მასპინძელთა უპირატესობა საგრძნობი 3-წამიან ზონაში აღებულ ქულებშიც იყო - 50:40, რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც "ატლანტას" 30-ე გამარჯვება.
"ბრუკლინ ნეთსს" "ჰიუსტონთან" დაპირისპირებაში მთავარი დამრტყმელი ძალა ჯო ჯონსონი აკლდა, მის არყოფნაში კი, მხოლოდ დერონ უილიამსმა და ბრუკ ლოპესმა ვეღარ შეძლეს გამარჯვების მოპოვება. "როკეტსმა" გახსნილ, ლაღ კალათბურთში აიყოლია მეტოქე, ნიუიორკულ კლუბს 16 სამქულიანი ჩაუგდო და დამაჯერებელი, 10-ქულიანი სხვაობით იმარჯვა - 106:96.
"ბრუკლინის" ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია სამატჩო განაცხადში გახლდათ, თუმცა პი ჯეი კარლესიმომ თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცა.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" საკუთარ დარბაზში დაძაბულ ბრძოლაში "პორტლენდი" დაამარცხა - 111:107. სტუმრები ფონს ძირითადად გუნდური კალათბურთით გადიოდნენ. "ბლეიზერსის" სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა მინიმუმ 15 ან მეტი ქულის დაგროვება შეძლო, თუმცა საპასუხოდ, კალიფორნიული გუნდის შემადგენლობაში კვლავ გაიბრწყინეს ნბა-ს ვარსკვლავებმა კობი ბრაიანტმა და დუაიტ ჰოვარდმა და მათი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მაიკ დანტონის გუნდმა საბოლოო უპირატესობის მოპოვება მოახერხა. "შავმა მამბამ" 40 ქულა დააგროვა, ხოლო "სუპერმენი" ორმაგი დუბლით გამოირჩა - 19ქულა+16 მოხსნა.

ტორონტო - ნიუ იორკი 100:98 (32:32, 16:19, 31:19, 21:28)
ტორონტო: ლოური (15), დეროზანი (18), ვალანჩუნასი (3), გეი (32), ფილდსი (6); ბარნიანი, ჯონსონი (12), ანდერსონი (4), ლუკასი (10)
ნიუ იორკი: კიდი (6), შამპერტი, ჩენდლერი (8), ენტონი (32), ფელტონი (10); პრიჟიონი (3), სტადემაირი (14), სმიტი (19), ნოვაკი (6)

ვაშინგტონი - დენვერი 119:113 (33:28, 31:36, 30:14, 25:35)
ვაშინგტონი:
ვოლი (14+10პ), ოკაფორი (17+12მ), ნენე (14), ვებსტერი (15), ბილი (17+12მ); სერაფინი (2), არიზა (16), სინგლეტონი (5), ტემპლი (3), პრაისი (12), ბუკერი (4)
დენვერი: ლოუსონი (27+12პ), იგუადალა (8), კუფოსი (4), ფარიდი (6), გალინარი (6); მილერი (19), ბრიუერი (12), მაკგი (9), ჩენდლერი (22)

შარლოტი - ჩიკაგო 75:105 (15:24, 22:27, 20:27, 18:27)
შარლოტი:
ვოკერი (27), ჰენდერსონი (9),ბიიომბო (7), მულენსი (2), კიდ-გილკრისტი (10); სეშენსი (5), ტეილორი (8), ადრიენი (7)
ჩიკაგო: რობინსონი (12), ჰემილტონი (10), ნოა (10), ბუზერი (10+10მ), დენგი (14); ბატლერი (12),ბელინელი (12), გიბსონი (17), ტიგი (4), მოჰამედი (4)

ინდიანა - დეტროიტი 114:82 (34:17, 26:19, 30:16, 24:30)
ინდიანა:
ჰილი (15), სტივენსონი (10), ჰიბერტი (10), ვესტი (18), ჯორჯი (12); იანგი (6), ბ.ჰენსბრო (6), გრინი (3), მაინმი (6), ოგუსტინი (5), ჯონსონი (14), ტ. ჰენსბრო (7), პენდერგრაფი (2)
დეტროიტი: სტაკი (11), სინგლერი (2), მონრო (5), მაქსიელი (4), კალდერონი (5); მიდლეტონი (10), ჯერებკო (4), ბაინამი (17), ვილიანუევა (2), ინგლიში (8), კრავცოვი (14)

ბრუკლინი - ჰიუსტონი 96:106 (31:34, 22:27, 22:23, 21:22)
ბრუკლინი:
უილიამსი (15+13პ), ვოტსონი (17), ლოპესი (27),ევანსი (2), ვოლესი (7); ბლაჩი (4), ბრუქსი (6), ტელეტოვიჩი (12), ბოგანსი (2)
ჰიუსტონი: ლინი (9), ჰარდენი (22), აშიკი (10+11მ), დელფინო (22), პარსონსი (10); ანდერსონი (5), მოტეიუნასი (9), სმიტი (10), ბევერლი (9)

ატლანტა - საკრამენტო 122:108 (25:33, 36:30, 32:25, 29:20)
ატლანტა:
ტიგი (20+12პ), ჰორფორდი (24), სმიტი (18), ფაჩულია (4), სტივენსონი (17); ჯენკინსი (6), კორვერი (10), ჯონსონი (2), ტოლივერი (7), ჰარისი (10), სკოტი (4)
საკრამენტო: ტომასი (30), ევანსი (15), კაზინსი (26+13მ), ტომპსონი (9), სალმონსი (8); ტორნტონი (8),ბრუქსი, ჯონსონი, ფრედიტი (3), აუთლო (9)

მემფისი - ორლანდო 88:82 (22:21, 21:17, 24:15, 21:29)
მემფისი:
კონლი (14), ალენი (9), გასოლი (19+13მ), რენდოლფი (16+14მ), პრინსი (6); დაიე, ბეილისი (8), დევისი (10), არტური (1), პოინდექსტერი (5)
ორლანდო: მური (12),ნიკოლსონი (14), ნიკოლსონი (14), ვუჩევიჩი (4), აფლალო (20); ჯონსი (7), სმიტი,ოქვინი (6), ოქვინი ()

ნიუ ორლეანი - დალასი 100:104 (29:35, 29:18, 21:30, 21:21)
ნიუ ორლეანი:
გორდონი (23), ვასკესი (5), ლოპესი (4), დევისი (10+11მ), ამინუ (7); ტომასი (2), ანდერსონი (20),სმიტი (22), მასონი (),რივერსი (2), რობერტსი (5)
დალასი: კოლისონი (11), მეიო (10), ბ.ჯეიმსი (4), მერიონი (10), ნოვიცკი (25); კარტერი (22), კრაუდერი (4), მ.ჯეიმსი (5),ბრენდი (13)

ოკლაჰომა - მინესოტა 127:111 (33:23, 33:35, 34:25, 27:28)
ოკლაჰომა:
ვესტბრუკი (37), სეფალოშა (7), პერკინსი (10), იბაკა (6), დურანტი (27); მარტინი (19), კოლისონი (8), ტაბიტი (4), ლიგინსი (3), ჯექსონი (3), ლემბი (3)
მინესოტა: რიდნური (10), პეკოვიჩი (5), კირილენკო (15), რუბიო (13), უილიამსი (9); კანინგემი (15), ბარეა (14), შვედი (17), სტიმსმა (13)

ფინიქსი - ბოსტონი 88:113 (20:28, 21:25, 26:28, 21:32)
ფინიქსი:
დრაგიჩი (19+10პ), გორტატი (10), სკოლა (6), დადლი (7), ტაკერი (7); მარშალი (2), გარეტი (1), ონილი (9),ჯონსონი (3), მარკიფ მორისი (11), ბისლი (6), მარკუს მორისი (7)
ბოსტონი: ლი (8), ბრედლი (13), გრინი (31), ბასი (6), პირსი (8); უილიამსი (9), ვილკოქსი (14), ტერი (13), კროუფორდი (10), მელო (1)

ლეიკერსი - პორტლენდი 111:107 (30:28, 23:27, 27:27, 31:25)
ლეიკერსი:
ნეში (4), ბრაიანტი (40), ჰოვარდი (19+16მ), კლარკი (11), ვორლდ ფისი (11); ბლეიკი,მიქსი (10), ჯემისონი (16)
პორტლენდი: ლილარდი (19), მეტიუსი (15), ჰიქსონი (22+11მ), ოლდრიჯი (15), ბატუმი (22); ლეონარდი (4), კლავერი (3), პრაისი (), პავლოვიჩი, ბარტონი (5), სმიტი (2)

გოლდენ სტეიტი - სან ანტონიო 107:101 (25:25, 13:14, 29:29, 26:25, 14:8)
გოლდენ სტეიტი:
კარი (18), ტომპსონი (10), ლი (25), ბარნსი (8), ბიედრინსი; ლენდრი (11), ჯეკი (30), ეზელი (2), გრინი (3)
სან ანტონიო: პარკერი (18), გრინი (20), ლეონარდი (10), სპლიტერი (10), დანკანი (19+13მ); დიაუ (2), ჯინობილი (18), ნილი, ბონერი (2), მილსი, დე კოლო, ბლერი (2)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 57 44 13 5951:5471 0.772
2. ოკლაჰომა 55 40 15 5866:5389 0.727
3. კლიპერსი 57 39 18 5715:5363 0.684
4. მემფისი 54 36 18 5059:4855 0.667
5. დენვერი 56 34 22 5884:5690 0.607
6. გოლდენ სტეიტი 55 32 23 5567:5577 0.582
7. იუტა 55 31 24 5422:5427 0.564
8. ჰიუსტონი 57 31 26 6065:5896 0.544
9. ლეიკერსი 56 27 29 5712:5655 0.482
10. დალასი 54 25 29 5485:5539 0.463
11. პორტლენდი 55 25 30 5328:5495 0.455
12. მინესოტა 52 20 32 4961:5075 0.385
13. ნიუ ორლეანი 56 19 37 5274:5450 0.339
14. საკრამენტო 56 19 37 5439:5834 0.339
15. ფინიქსი 56 18 38 5305:5616 0.321

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 52 38 14 5350:4997 0.731
2. ინდიანა 55 34 21 5158:4937 0.618
3. ნიუ იორკი 52 32 20 5206:5011 0.615
4. ბრუკლინი 56 33 23 5351:5328 0.589
5. ჩიკაგო 55 32 23 5109:5008 0.582
6. ატლანტა 53 30 23 5157:5116 0.566
7. ბოსტონი 55 29 26 5285:5279 0.527
8. მილუოკი 53 26 27 5175:5233 0.491
9. ფილადელფია 52 22 30 4794:4958 0.423
10. ტორონტო 56 23 33 5457:5524 0.411
11. დეტროიტი 57 22 35 5422:5553 0.386
12. კლივლენდი 54 17 37 5244:5467 0.315
13. ვაშინგტონი 53 16 37 4864:5065 0.302
14. ორლანდო 55 15 40 5158:5469 0.273
15. შარლტონი 55 13 42 5156:5642 0.236

 


გიორგი ბარბაქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113331