მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულს 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მერი არაბიძეს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს ქუთაისში, სამედიცინო კლინიკა LG-ში.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო კლინიკა LG-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბ-ნი ზაზა ლომინაძეა, წარსულში თავადაც მოჭადრაკე. მისი თაოსნობით, ბოლო წლების განმავლობაში, მერი არაბიძე კლინიკის სტიპენდიატია.
შეხვედრას ესწრებოდა სასტუმრო “იმერი”-ს დირექტორი თამაზ ულუმბელაშვილიც, რომელმაც ქუთაისელ ჩემპიონს სერთიფიკატი გადასცა 2012 წლის განმავლობაში პერსონალურ სეკუნდატთან ერთად საწვრთნელი შეკრებების დაფინანსებაზე.







