ფეხბურთი

18:57 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩიჩს მსურველები მოუმრავლდნენ

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, იტალიის სერია B-ში დაქვეითებული “პალერმოს” ნახევარმცველი იოსიპ ილიჩიჩი კლუბს შეიცვლის. სიცილიელთა პრეზიდენტმა მაურისიო ძამპარინიმ Radio Mana Sport-ს განუცხადა, რომ 25 წლის სლოვენიელისადმი ინტერესს ერთბაშად რამდენიმე ძლიერი ევროპული კლუბი იჩენს.

“რომას”, “იუვენტუსისა” და “ლევერკუზენის” წარმომადგენლებმა ილიჩიჩის ტრანსფერის თაობაზე უკვე მომმართეს. იოსიპს სიამოვნებით გავყიდდით “ჯალოროსიში” ან “ბებერ სინიორაში”. მისი ხილვა “ფიორენტინასაც” სურს, მაგრამ ფლორენციელებთან არცთუ საუკეთესო დამოკიდებულება მაქვს”, - განაცხადა ძამპარინიმ.

აღსანიშნავია, რომ თავად ილიჩიჩმა სწორედ “ფიორენტინაში” თამაშის სურვილი გამოთქვა.

 

0.115967