ფეხბურთი

20:20 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

იკეჩი ანია: “ადრე ნოიერს კომპიუტერშიც ვერ ვუტანდი”

 

მოხერხებულად იხუმრა შოტლანდიის ნაკრების ფორვარდმა იკეჩი ანიამ, რომელმაც გერმანიასთან 1:2 წაგებულ ევროშესარჩევ მატჩში გოლი გაიტანა. ანიამ თქვა, ადრე მანუელ ნოიერს ფიფა-ს კომპიუტერულ თამაშშიც ვერ ვუტანდიო.

“შოტლანდიის ნაკრებს საამაყოდ აქვს საქმე. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონს ვეთამაშებდოთ და ღირსეული ბრძოლა გავუმართეთ. გასული წლიდან მოყოლებული, გორდონ სტრაჩანის ხელმძღვანელობით, შოტლანდია ნებისმიერი მეტოქისთვის ძალა გახდა. და კიდევ, როგორც იქნა, გავუტანე ნოიერს. ადრე ამას კომპიუტერში ფიფა-ში თამაშითაც ვერ ვახერხებდი”. 

ილია კახელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114171