ფეხბურთი

23:30 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩს თვენახევარი გაუცდება

“პარი სერნ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდს უახლოესი თვენახევრის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “ბასტიასთან” მატჩში მიღებული ტრავმაა.

ლიგა ერთის მე-2 ტურის მატჩის სტარტზე ზლატანმა მუცლის კუნთი დაიზიანა. თავდაპირველი ინფორმაციით, შვედის ტრავმა სერიოზული არ იყო, მაგრამ როგორც გაირკვა, ის ფეხბურთს თვენახევრის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

იმავე მატჩში ტრავმა მიიღო გრეგორი ვან დერ ვილმა, რომელსაც 10 დღე გაუცდება.

რაც შეეხება ტიაგო მოტას, რომელსაც თამაშის შემდეგ ბრანდაომ ცხვირი გაუტეხა, ის მონაწილეობას უკვე მომდევნო შეხვედრაში მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111976