ფეხბურთი

22:14 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია სტარმა” რომან ფიფიას მიმართა

კლუბი, რომელმაც ფუტსალის თასის ოთხთა ფინალამდე მიაღწია, პრობლემებით სავსეა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა, კლუბმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს და არსებობა შეწყვიტოს. ამის შესახებ, საგანგებო პრესკონფერენციაზეც გამოცხადდა.

“იბერია სტარის” პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას მიმართა, რათა ფუტსალის კლუბი “დინამოს” შეერწყას და ახალი სეზონიდან, “იბერია სტარმა” “დინამოს” სახელით ითამაშოს.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166245