ფეხბურთი

11:02 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე აფრიკაში საუკეთესოდ აღიარეს

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

იაიას კონკურენტები ჯონ ობი მიკელი “ჩელსიდან” და “გალათასარაის” თავდამსხმელი დიდიე დროგბა იყვნენ, მაგრამ ტურემ ორივე მათგანი უკან მოიტოვა და ამ ჯილდოს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

Sky Sports-ის ცნობით, ახლა 30 წლის ფეხბურთელი აბედი პელეს და სამუელ ეტო’ოს გაუტოლდა, რომლებიც “შავი კონტინენტის” საუკეთესო ფეხბურთელები ასევე სამ-სამჯერ იყვნენ.

კოტდივუარელი მთელი სეზონის განმავლობაში კარგ ფეხბურთს აჩვენებდა და ამის გამო ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა 23-კაციან სიაშიც შეიყვანა.

“ამაყი და გახარებული ვარ იმით, რომ ეს ჯილდო მოვიპოვე. მაგრამ მინდა მივულოცო ჩემს ძმებს ჯონ ობი მიკელსა და დიდიე დროგბასაც, რადგან საუკეთესოდ აღიარება მათაც დაიმსახურეს” - განაცხადა ტურემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112201