ქალთა შორის მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული 16 წლის (1994 წლის 27 თებერვალს ნანკინში გახლავთ დაბადებული) ჩინელი იიფან ჰოუ (2591) გახდა, რომელმაც თანამემამულე ლუფეი რუანის (2480) წინააღმდეგობა ტაი-ბრეიკზე დასძლია.
შეგახსენებთ, რომ ფინალის კლასიკური პარტიების შემდეგ ანგარიში საყაიმო (2:2) გახლდათ, ტაი-ბრეიკზე კი ჰოუმ თეთრებით ორივე პარტია მოიგო, შავებით ორივე ყაიმით ითამაშა და 3:1 იმარჯვა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარი გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულმა 60 ათასი მიიღო.
ცნობისთვის, ჰოუ მსოფლიოს მე-13 და ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. იიფანი 12 წლის და 3 თვის გახლდათ, როდესაც ქალთა შორის დიდოსტატის წოდება მიიღო, 14 წლის და 6 თვისამ კი იგივე წარმატებას ვაჟთა შორის მიაღწია, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელი იყო.







