ჭადრაკი

12:36 | 29.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუმ ლიდერობა გაიმყარა

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში დასრულებული ფიდე-ს გრან-პრის მე-5 ეტაპზე გამარჯვება ჩინელმა იიფან ჰოუმ (2617) მოიპოვა, რითაც საკუთარ ჯამურ აქტივს 130 ქულა შემატა და საერთო ჩათვლაში კიდევ უფრო დამაჯერებლად დაწინაურდა.
დასკვნით მე-11 ტურში ჰოუმ შავი ფიგურებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოსთან (2537) წააგო და ამ უკანასკნელს 6.5 ქულით მე-3 ადგილზე გასვლის საშუალება მისცა, თავად კი 7.0 ქულით გაჩემპიონდა. მე-2 პოზიცია რუს ნადეჟდა კოსინცევას (2516) ერგო, რომელმაც ასევე 6.5 ქულა მოაგროვა, თუმცა, ლაჰნოს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
ტურნირი წარუმატებლად წარიმართა ერთადერთი ქართველი მონაწილისთვის. ბოლო ტურში ნინო ხურციძემ (2456) შავებით სომეხ ლილიტ მკრტჩიანთან (2450) წააგო და 3.5 ქულა შერჩა. შედეგად, ხურციძემ 12 მონაწილეს შორის ბოლო ადგილი დაიკავა და მხოლოდ 10 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170846