ჭადრაკი

22:52 | 22.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუ ჩემპიონობას მიუახლოვდა

მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატის ფინალში ჩინელი იიფან ჰოუ (2591) თეთრი ფიგურებით თანამემამულე ლუფეი რუანს (2480) დაუზავდა და სამი პარტიის თავზე 2:1 დაწინაურდა.
ამგვარად, მე-4 კლასიკურ პარტიაში, რომელსაც თურქეთის ქალაქი ანთაქია ხვალ უმასპინძლებს, იიფანს გამარჯვებისთვის ყაიმიც ეყოფა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 60 ათასს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091746