ფეხბურთი

13:35 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,ჰოფენჰაიმმა’’ შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი გადაიბირა

 

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მალმიოს’’ შემტევი ნახევარმცველი, 22 წლის ჯილოან ჰამადი ,,ჰოფენჰაიმში’’ ითამაშებს. გერმანული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალწვეული გუნდს იანვრის თვეში შეუერთდება.

,,ჯილოანი ახალგაზრდა ამბიციური ფეხბურთელია. ვფიქრობ, იგი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და განვითარდება. შვედეთში მან დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. იმედი მაქვს, მისი ტრანსფერი წარმატებული გამოდგება’’_განაცხადა ,,ჰოფენჰაიმის’’ სპორტულმა დირექტორმა ალესანდრე როსენმა.

მართალია, ჯილოანი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში გამოდის, თუმცა აზერბაიჯანშია დაბადებული და ერაყის მოქალაქეცაა. მას ,,მალმიოს’’ რიგებში 151 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 28 გოლი გატანილი. გასულ სეზონში შვედეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ეროვნული ნაკრების მაისური ექვსჯერ მოირგო.

დიმიტრი შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120865