ფეხბურთი

17:50 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰიტცფელდი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ წავა

შვეიცარიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი ოტმარ ჰიტცფელდი სამწვრთნელო კარიერას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

64 წლის სპეციალისტი შვეიცარიელებს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს და გუნდი ჯერ 2010 წლის მსოფლიო პირველობაზე გაიყვანა, ხოლო ამჯერად 2014 წლის მუნდიალზე. ჰიტცფელდის თქმით, მუშაობას ერთ-ერთ ტელეარხზე ანალიტიკოსად გააგრძელებს.

“ფეხბურთში გატარებული 30 წლის შემდეგ, გაჩერების დრო მოვიდა. ფეხბურთის გარეშე ცხოვრება შემიძლია, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებებიც არსებობს” – იუწყება ჰიტცფელდის სიტყვებს გერმანული პრესა.

ჰიტცფელდმა მიუნხენის “ბაიერნს” გერმანიის ჩემპიონობა 5-ჯერ მოაგებინა, ხოლო დორტმუნდის “ბორუსიას” – 2-ჯერ. ხსნებულ გუნდებს მან თითოჯერ ჩემპიონთა ლიგაშიც გაამარჯვებინა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06706