სხვა

17:21 | 21.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუმაფუჯი თითქმის იოკოძუნაა!

ორი გამარჯვებაც და მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი სექტემბრის სუპერტურნირის გამარჯვებული გახდება, რაც მას დიდი ალბათობით, იოკოძუნას ტიტულს მოუტანს. 28 წლის ბიამბადორჯ დავაანიამმა მე-13 გამარჯვება ოძეკი კისენოსატოსთან მიითვალა და აკი ბაშოს წინ იოკოძუნას არჩევის კომიტეტის მიერ მისთვის დაწესებულ ზღვარს უწია. თუმცა, თუკი, ჰარუმაფუჯი დარჩენილ ორ ბრძოლაში მარცხს განიცდის, ეს გადაწყვეტილება შეიძლება კიდევ გადაიხედოს.
ჰარუმაფუჯი მის უახლოეს მდევარს და მთავარ კონკურენტს – იოკოძუნა ჰაკუჰოს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ბაშოს დასკვნით დღეს დაუპირისპირდება, მე-14 ტურში კი მეტოქედ კიდევ ერთი თანამემამულე – ოძეკი კაკურიუ ეყოლება. ისინი ერთმანეთს უკვე 24-ჯერ გადაჰყრიან და აშკარა უპირატესობა ჰარუმაფუჯის მხარესაა – მის აქტივში 16 გამარჯვებაა.
როგორც აღვნიშნეთ, “იმპერატორის თასის” მოპოვების შანსს ინარჩუნებს “თეთრ ფენიქსად” წოდებული ჰაკუჰო, რომელმაც ოძეკი კაკურიუ ოშიდაშით დაამარცხა, შემდეგი ბრძოლა კი კისენოსატოს წინააღმდეგ ელის. ურთიერთშეხვედრებში მონღოლი იაპონელს 26:8-ს უგებს.
ერთნაირი მონაგარი – 4 მოგება და 9 მარცხი გააჩნიათ ქართველ სკეიტორებს – ტოჩინოშინს და გაგამარუს. პირველმა მათგანმა ამჯერად მე-3 მაეგაშირა ჰომაშოსთან იორიკირით წააგო და ცხადია, რომ კომუსუბის ტიტულს გაცილებით უარეს წოდებაზე გაცვლის. 24 წლის ქართველის შემდეგი მეტოქე მე-4 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი იქნება, რომელსაც ლევან გორგაძე, ჯერჯერობით, 6:5-ს უგებს.
რაც შეეხება ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (212 კგ.) სუმოისტ – გაგამარუს. თეიმურაზ ჯუღელი ამჯერად ყოჩაღად გამოიყურებოდა. მან რუსი არანის კორპუსში შესვლა მარჯვენა ხელს ქვემოდან მოახერხა და აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იორიტაოშით დაამარცხა. გაგამარუ, რომელიც აკი ბაშოს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, შემდეგ შეხვედრას პირველ მაეგაშირა შოჰოძანთან ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი და იაპონელი სეკიტორების პირველი დაპირისპირება იქნება.

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=lFSFxylOpRw

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090587