სხვა

15:51 | 28.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუმაფუჯი ლეგენდათა რიგში ჩადგა

70-ე იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ იაპონიის ერთ-ერთ მთავარ სიწმინდე – სინტოისტურ საეკლესიო კომპლექს მეიძი ძინგუში სპეციალური ნათლობა გაიარა. მონღოლმა გოლიათმა დოჰიოს გასვლის რიტუალი (იოკოძუნა დოჰიო-ირი) სირანუის სტილში 3 000 ქომაგის თვალწინ შეასრულა.
28 წლის ჰარუმაფუჯიმ იმ საზეიმო მავაშში გახლავთ შემოსილი, რომელის თავის დროზე მის აღმზრდელ მწვრთნელს – 63-ე დიდ ჩემპიონ ასაჰიფუძის ეკუთვნოდა. მონღოლი სეკიტორის ასისტენტები მის დარად ისეგაჰამას სკოლის წარმომადგენლები ამინიშიკი და ტაკარაფუძი იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ამინიშიკი იმ ცერემონიალის მონაწილეც გახლდათ, რომელიც ტოკიოში მდებარე მეიძი ძინგუში 2007 წლის 1 ივნისს შედგა. მაშინ რიგით 69-ე იოკოძუნად “თეთრ ფენიქსად” წოდებული ჰაკუჰო ეკურთხა.
ერთი საინტერესო დეტალიც. დოჰიო-ირის დროს ჰარუმაფუჯიმ უნრიუსთან შედარებით უფრო შემტევი სტილის მქონე სირანუი აირჩია და ეს მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული გარკვეულწილად დანავსულ ქმედებად ითვლება.
ცნობისთვის, სირანუი ჯერ კიდევ მე-19 საუკენეში მოღვაწე რიგით მე-11 იოკოძუნა გახლდათ და სტილსაც სახელი მის უკდავსაყოფად ეწოდა. სხვა საქმეა, რომ მიმდევრებს საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდიოდათ.
მაგალითად, ფუტაჰაგურო სუმოს სამყაროდან იოკოძუნასთვის შეფერებელი ქმედებებისთვის იქნა განდევნილი, ტამანოუმი აპენდიციტზე წარუმატებელი ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა, ასაჰიფუძიმ კარიერის პიკზე ასვლის შემდეგ, მხოლოდ 1 ტურნირის მოგება მოახერხა, ხოლო ვაკანოჰანა მესამემ კი საერთოდაც ვერცერთ შეჯიბრზე ვეღარ იმარჯვა.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ ჰარუმაფუჯი მხოლოდ მე-5 უცხოელი სუმოისტია, რომელიც იაპონელთა ეროვნული ჭიდაობის დიდ ჩემპიონთა პანთეონში მოხვდა. ბიამბადორჯ დავაანიამდე აღნიშნულ წარმატებას ჰავაელებმა აკებონომ და მუსასიმარუმ და მონღოლებმა – ასაშორიუმ და ჰაკუჰომ მიაღწიეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097241