ავტოსპორტი

0:13 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი და ისევ ჰამილტონი

როგორც მოსალოდნელი იყო, „მერსედესის“ ბიჭები ბაჰრეინის სახირის ტრეკზეც დომინირებენ. თავისუფალ პრაქტიკებზე პირველი ორი ადგილი ლუის ჰამილტონს და ნიკო როსბერგს, ამავე თანმიმდევრობით ეკავათ. ამასთან, საღამოს სესიაზე, ორივე პილოტმა თავის პირველი სესიის შედეგ დაახლოებით სამი წამით გააუმჯობესა. რაც მთავარია, ორი სესიის ჯამში, მათი უახლოესი მდევარი ფერნანდო ალონსო ჰამილტონს წამზე მეტით ჩამორჩა.

ბაჰრეინში რბოლა მეათედ ტარდება, ოღონდ ამჯერად ის ხელოვნური განათების ქვეშ გაიმართება, რომელსაც ტრეკის გასწვრივ განლაგებული 5 000 ცალი მძლავრი სანათი უზრუნველყოფს. მეორე სესია სწორედ ხელოვნურად განათებულ ტრეკზე ჩატარდა. საინტერესოა ისიც, რომ საღამოს სარბოლოდ უკთესი პირობებია - თუ სესიის დასაწყისისთვის, ასფალტის ტემპერატურა 33 გრადუსს აღწევდა, დაბნელების შემდეგ, ის 25 გრადუსამდე ჩამოვიდა.

სანამ სამქიმიანები ბატონობენ, „რედ ბულს“ დანიელ რიკარდოს მანქანაზე ისევ საწვავის ხარჯის სენსორის პრობლემა აქვს. იგივე პრობლემა მის ბოლიდს წინა ორ რბოლაშიც ჰქონდა. ასეა თუ ისე, ორი პრაქტიკის ჯამში, სწორედ მას აღმოაჩნდა მეოთხე საუკეთესო დრო. ავსტრალიელს მხოლოდ 0.009 წამით ჩამორჩა ფელიპე მასა. აღსანიშნავია, რომ თუ ჰამილტონი ალონსოს წამს უგებს, ესპანელის შემდგომ მყოფი ათი პილოტი, მისგან დაახლოებით 0.6 წამშია. მათ შორისაა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, რომელიც მე-10 ადგილს დასჯერდა.

პირველ სესიაზე კურიოზლი ინციდენტი შეემთხვა ალონსოს. მექანიკოსებმა მას მანქანაზე ერთი რბილი და სამი მედიუმ საბურავი დაუყენეს. ესპანელი პიტ ლეინზევე გაჩერდა და „დამნშავეებმა“ ის უკანვე გააგორეს, სადაც შეცდომა სწრაფად გამოასწორეს.

პირველ პრაქტიკაზე, სამი სარეზერვო პილოტი ვიხილეთ. „უილიამსმა“ ვალტერი ბოტასის ნაცვლად ფელიპე ნასრი გამოუშვა, გიედო ვან დერ გარდემ ესტებან გუტიერესი შეცვალა, რობინ ფრიინსმა კი - კამუი კობაიაში.

 

ბაჰრეინის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:37.502

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:37.733

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:37.953

4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)           1:38.122

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:38.636

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                          1:38.783

7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                      1:38.949

8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:39.056

9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:39.102

10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:39.389

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                     1:39.533

12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:39.862

13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, უილიამსი)                  1:40.078

14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)         1:40.406

15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:40.652

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:40.793

17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:40.889

18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი)      1:40.913

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               1:41.036

20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                  1:41.794

21. რობინ ფრიინსი (ჰოლანდია, კატერჰემი)               1:42.417

22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              1:42.711

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:34.325

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:34.690

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:35.360

4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)           1:35.433

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                      1:35.442

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:35.528

7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:35.606

8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                   1:35.640

9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                      1:35.662

10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1:35.802

11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:35.920

12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:35.972

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:35.998

14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                         1:36.366

15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:36.962

16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:36.975

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:37.259

18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               1:37.599

19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:37.800

20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:38.247

21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                     1:38.257

22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)               1:39.136

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.090517