ფეხბურთი

17:57 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკი სხვის მაგიერ გააძევეს

უცნაური შემთხვევა მოხდა რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის “ვოლგა” – “ზენიტის” მატჩში (1:3). 27-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, არბიტრმა ევგენი ტურბინმა, პეტერბურგელ ჰალკს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რადგან მიიჩნია, რომ ბრაზილიელმა საჯარიმო დარტყმა მსაჯის სასტვენამდე შეასრულა. თუმცა, ვიდეოგამეორებაზე ჩანს, რომ საჯარიმო რომან შიროკოვმა დაარტყა. ამ ეპიზოდამდე 3 წუთით ადრე, ტურბინმა ჰალკი მასთან შეკამათებისთვის პირველად გააფრთხილა. აღშფოთებული ჰალკი არბიტრს დაახლოებით 6 წუთს ეკამათებოდა, თუმცა მოედნის დატოვება მაინც მოუხდა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109532