სხვა

15:40 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს მიჯრით მეთორმეტე

ჰაკუჰო ისევ დაუმარცხებელია. მონღოლმა იოკოძუნამ ზედიზედ მე-12 გამარჯვება ოძეკი კოტოშოგიკუსთან იზეიმა და თუკი სასწაული არ მოხდა, ნაგოიას ბაშოზეც “იმპერატორის თასის” მფლობელი გახდება.

ჰაკუჰოს უახლოესი მდევარი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა აოიამა გახლავთ, რომლის აქტივშიც 10 მოგებაა, ოძეკებს – კისენოსატოს და კოტოოშუს და ბრაზილიელ მე-12 მაეგაშირა კაისეის კი 9-9 მოგება აქვთ.

ივლისის სუპერტურნირის მომდევნო ტურში ჰაკუჰო კოტოოშუს შეერკინება, კისენოსატო – ჰარუმაფუჯის, აოიამა – ტაკაიასუს, ხოლო კაისეი მასუნოიამას შეერკინება.

2 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც ამჯერად კომუსუბი შოჰოძანთან წააგო. ფუკუოკელმა სუმოისტმა ქართველი, რომელიც დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტიტულით ირჯება, იორიკირით დაამარცხა.

ნაგოიას ბაშოს მე-13 დღეს გაგამარუ დასავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯის შეერკინება, რომელსაც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში არასდროს შეხვედრია.

 

ნაგოიას ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=FreN9osy8Bc&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116793