მაისის ბაშოს მე-14 დღეს ლიდერთა შერკინება შედგა. დღევანდლამდე დაუმარცხებლად მისული იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო ერთმანეთს დაუირისპირდნენ და რანგით მაღლა მდგარმა მონღოლმა სუკუინაგეთი იმარჯვა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი დასკვნით ტურში “თეთრი ფენიქსი” თანამემამულე იოკოძუნა ჰარუჯმაფუჯისაც აჯობებს, “იმპერატორის თასს” 25-ედ მოიგებს და ლეგენდარულ “ცისფერ დრაკონს” იგივე იოკოძუნა ასაშორიუს გაუტოლდება.
ცხადია, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სუპერფინალური შეხვედრის დანიშვნაცაა მოსალოდნელი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი, ჰაკუჰო ბოლო ტურში წაიფორხილებს, ხოლო კისენოსატო ოძეკი კოტოშოგიკუს აჯობებს. ამ შემთხვევაში, ფავორიტები ასპარეზობას 14-14 გამარჯვებით დაასრულებენ.
ზაფხულის ბაშოს დასკვნითი დღის წინ 10 მოგება და 4 მარცხი გააჩნია გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველი გოლიათი, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ამჯერად პირველ მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და იორიკირით დამარცხდა.
ტურნირის ბოლო დღეს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიონოკუნი დადგება, რომელთანაც ქართველს თანაბარი ბალანსი (1:1) გააჩნია.
მაისის შეჯიბრის დასკვნით ტურს 2 მოგებით და 12 მარცხით ხვდება ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილი ლევან გორგაძე, რომელსაც წოდებაში სერიოზული დაქვეითება
ტოჩინოშინი ასპარეზობას აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკეკაძესთან შერკინებით დაასრულებს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:2 ამარცხებს.







