სხვა

16:54 | 16.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰო და გოეიდო კიუშიუს თავში

6 დღის თავზე ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე კიუშიუ ბაშოს 2 დაუმარცხებელი ლიდერიღა შერჩა. უდანაკარგო სვლას იოკოძუნა ჰაკუჰო და სეკივაე გოეიდო აგრძელებენ, რომელთაც შესაბამისად, მე-2 მაეგაშირა შოჰოძანს და ოძეკი კისენოსატოს აჯობეს.
ცუდად მიდის ქართველი სეკიტორების საქმეები. აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა სასტარტო გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მე-5 მარცხი იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან განიცადა. მონღოლმა გოლიათმა ლევან გორგაძეს ხელი ყელში წაავლო, შემდეგ მისი მავაშიც მოიხელთა და დოჰიოს კიდესთან იორიკირი განახორციელა.
ტოჩინოშინის მომდევნო შერკინებაც იოკოძუნასთან ელის. ქართველ სუმოისტს მონღოლ ლეგენდა ჰაკუჰოსთან გასული ცამეტივე (!) ბრძოლა წაგებული აქვს და თუკი გორგაძის ამჟამინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, უსიამოვნო ტრადიციის დარღვევის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს.
2 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (212 კგ.) წევრ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. ქართველმა სუმოისტმა მე-10 მაეგაშირა იკიოის წინააღმდეგ ნოდოვას (ყელში ხელების წაჭერა) გამოყენება სცადა, თუმცა, იაპონელმა თავი დაიძვრინა და საპასუხო იორიკირით მე-5 მოგება მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი მე-13 მაეგაშირა ვაკაკოიუა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსი (1:1) გააჩნია. როგორც უკვე ვიუწყებოდით, კიუშიუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გრძელდება და 25 ნოემბერს დასრულდება.

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=VPl-E1wkMaY

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171375