ჭადრაკი

21:25 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვეტაძე და ნიკოლაძე ლიდერობას ინარჩუნებენ

საქართველოს 71-ე ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში კვლავაც ორხელისუფლებიანობაა. სეხნიებს – სოფიო გვეტაძეს (2313) და სოფიო ნიკოლაძეს (2174) 6.5-6.5 ქულა გააჩნიათ და შეჯიბრის სათავეში იმყოფებიან.

მე-8 ტურში ლიდერებმა შავი ფიგურებით ითამაშეს: გვეტაძე ნინო ხომერიკს (2063) დაუზავდა, ხოლო ნიკოლაძე – ინგა ხურცილავას (2276).

ხომერიკს და ხურცილავას 5.5-5.5 ქულა გააჩნიათ, ისევე როგორც ანა კუჭავას (2128), რომელმაც შავებით მარიამ ჭოლაძეს (1909) სძლია.

დასკვნით ტურში გვეტაძე ჭოლაძეს ეთამაშება, ნიკოლაძე – მირანდა მიქაძეს (2276), კუჭავა – ხურცილავას, ხოლო ნანი უნაფქოშვილი (2061) – ხომერიკს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ლიგაში 25 მოჭადრაკე ასპარეზობს, I-V ადგილებზე გასული მონაწილეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

0.144567