ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე 16-წლამდელთა ჩემპიონატს ჭაბუკებს შორის 5.5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკა ღვამბერია. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებიან: ნოე თუთისანი, გიორგი სიბაშვილი, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი, ილია ხელაძე და გიორგი ბეჭვაია. ამავე ასაკში და ასევე 5.5 ქულით გოგონებში დამაჯერებლად ლიდერობს მარიამ ჭოლაძე. 5 ქულით მეორე ადგილზეა ნინო ხომერიკი. ხოლო 4,5 ქულით მესამეზე მეორე ხომერიკი – ქეთევანი იმყოფება.







