ჭადრაკი

15:03 | 13.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილმა იმარჯვა

ესპანეთის ქალაქ  ბენიდორმში დასრულებულ I Torneo  Internacional  Femenino Gran Hotel Bali-ზე გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატმა სოფიკო გურამიშვილმა.
ტურნირი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით  ჩატარდა  და მასში საქართველოს ღირსებას გურამიშვილის გარდა, ანა მათნაძეც იცავდა.
ჩემპიონმა ასპარეზობა 6.5 ქულით დაასრულა (4 მოგება, 5 ფრე), II-III ადგილები 6-6 ქულით ლიტველმა დეიმანტე  დაილიტემა და რუმინელმა ალინა ლ’ამიმ გაინაწილეს, მათნაძე კი 5.5 ქულით (3 მოგება, 5 ფრე, 1 მარცხი) მეოთხე გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167479