ჭადრაკი

16:03 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილმა ჰოლანდიურ ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა

ჰოლანდიურ დენ ბოსხში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ერთადერთი ქალბატონი მონაწილე ჰყავდა – ქართველი სოფიკო გურამიშვილი (2396).

სოფიკოს ათ მოჭადრაკეს შორის მე-7 რეიტინგი გააჩნდა და საბოლოოდ, სწორედ აღნიშნული საფეხური დაიკავა. გურამიშვილმა 9 ტურში 4.0 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გასულ ჰოლანდიელ ბროეკმეულენს (2432) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

ქართველმა მოჭადრაკემ 2 გამარჯვება იზეიმა – ბელგიელ ვან დერ სტრიჩთან (2376) და ჰოლანდიელ სვინკელსთან (2512), 4 პარტია ყაიმით დაასრულა – ბოშთან (ჰოლანდია, 2363), ბურგთან (ჰოლანდია, 2506), ხსენებულ ბროეკმეულენთან და ჰენდრიკსთან (ჰოლანდია, 2390), ხოლო ტურნირის ფავორიტებთან – რუს ლანდასთან (2662) და გერმანელ ფრიდმანთან (2627) მარცხი განიცადა.

საბოლოოდ, ლანდამ და ფრიდმანმა 7.5-7.5 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონობა ლანდამ მოიპოვა, ხოლო მე-3 ბურგი იყო 5.0 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102979