ფეხბურთი

19:52 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია საუკეთესოა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რესტორან “ქალაქურში” 2013 წლის შემაჯამებელი დაჯილდოება GFF Awards – 2013 ჩატარა. ჩვენი ქვეყნის წლის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ ჰოლანდიის არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია დაასახელეს.

კაშიამ კიდევ ერთ ნომინაციაში, “წლის ლეგიონერი” იმარჯვა, საქართველოს ეროვნული პირველობის უძლიერეს ფეხბურთელად კი თბილისის “დინამოს” კარის მცველი გიორგი ლორია აღიარეს. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი წილად “ვიტესის” წევრ ვაკო ყაზაიშვილს ხვდა, ხოლო საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს, რომელიც ევროპირველობის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის გავიდა, სპეციალური ჯილდო გადაეცა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087567