სხვა

15:58 | 21.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური შეჯიბრის იმედად

აშშ-ს ქალაქ ოგდენში მიმდინარე მსოფლიოს თასის ეტაპზე მშვილდოსნობაში ინდივიდუალური შეჯიბრის საწყისი საპლეიოფო შეხვედრები შედგა, რის შემდეგაც ტურნირს ყველა ქართველი მონაწილე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ტურნირში პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების სამივე წევრმა გააღწია, თუმცა, მათგან საწყისი რაუნდის დაძლევა მხოლოდ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ შესძლო. მან იაპონელ რენ ჰაიაკავას 6:5 სძლია, შემდეგ კი ბრაზილიელ სარა ნიკიტინთან 2:6 წააგო.
პირველივე წრეში ხათუნა ნარიმანიძე ვენესუელელ იერუბი სუარესთან 2:6 დამარცხდა, ხოლო ასმათა დიასამიძე ირანელ მარიამ მაჰმუდისერეშტს ვერ გაუმკლავდა – 1:7.
ვაჟებში ქართველთაგან პლეი-ოფში მხოლოდ ლაშა ფხაკაძე მოხვდა, რომელმაც ბრიტანეთის წარმომადგენელ ალან უილსთან 0:6 წააგო.
ახლა, ქართველი მშვილდოსნები მთლიანად გუნდურ პირველობაზე გადაერთვებიან. უშუალოდ მსოფლიოს თასის ეგიდით, საქართველოს ქალთა ნაკრებს მექსიკის გუნდთან დაპირისპირება ელის, უფრო საინტერესო კი, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც ბოლო სალიცენზიო შეჯიბრს წარმოადგენს. ამ ასპარეზზე ქართველი ქალები გერმანელებს გაეჯიბრებიან. იმასაც შეგახსენებთ, რომ გუნდურ პირველობაში ლონდონის ლიცენზიის მისაღებად სამეულში მოხვედრაა საჭირო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092346