სხვა

0:28 | 9.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გუგენიშვილი ტიტულს ვერ შეწვდა

გურამ გუგენიშვილმა M-1 Challenge 36-ის სტილით შერკინებაში, მძიმე წონაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგების შანსი ვერ გამოიყენა. მოსკოვის “მიტიშჩის არენაზე” ქართველი მებრძოლი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ კენი გარნერს დაუპირისპირდა და მე-4 რაუნდში დამარცხდა.
პირველ-მეორე რაუნდში გარნერმა ბრძოლა პარტერში გადაიყვანა და იქ უპირატესობას დაეუფლა. მესამე რაუნდი გუგენიშვილის იყო – დგომში მეტოქეს მუხლით რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენა. ამერიკელმა ისევ პარტერში გადასვლა სცადა, მაგრამ ქვემოდან მოექცა და თავის დაცვა მოუხდა.
მეოთხე რაუნდში კი ყველაფერი დგომში გადაწყდა - გუგენიშვილმა გარნერის მძლავრ შეტევას ვერ გაუძლო, არაერთი მძიმე დარტყმა გაატარა და მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090864