9-10 აპრილს, საბერძნეთის ქალაქი მუდანია ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე გაფართოებული შემადგენლობით გამოვა - მთავარმა მწვრთნელმა, გია გუგავამ განაცხადში 27 შეგირდი შეიყვანა. ქართული გუნდი საბერძნეთში გუშინ, ავტობუსით გაემგზავრა. ევროპის თასის ჩამთავრების შემდეგ, მუდანიაში 4-დღიანი ერთობლივი ვარჯიშები გაიმართება და მასში ქართველებიც ჩაერთვებიან.
აქვე, შემადგენლობაც: 55 კგ - ლერი ჭელიძე, გიორგი მესაბლიშვილი; 60 კგ - გიორგი კაცია, გოჩა გულბათაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი; 66 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ვანო თორთლაძე, ოთარ არჩუაძე; 73 კგ - თორნიკე ჯუღელი, ნიკოლოზ ოშაყმაშვილი, ლაშა ვეშაგური, ჯაბა ბიწაძე; 81 კგ - ბექა რატიანი, შალვა ნინიძე, დავით გაზდელიანი, ზურაბ ეპიტაშვილი; 90 კგ - გიორგი მერმანიშვილი, გიორგი სეტიელი, ილია ოტიაშვილი; 100 კგ - დავით მერაბიშვილი, ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე, ამირან მაჭავარიანი; +100 კგ - უშანგი კოკაური, ლევან მატიაშვილი, გიგა ჯიხვაძე, როსტომ ხახალეიშვილი, გუგა კიბორძალიძე.
ოთარ მაღლაკელიძე







