სხვა

15:24 | 20.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

გუჯაბიძემ სოფიაში “ბრინჯაო” მოიგო

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ საერთაშორისო ტურნირში წყალში ხტომაში, 19 წლამდე სპორტსმენებს შორის ხუთშაბათს 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში ბრინჯაოს მედალი ალექსანდრე გუჯაბიძემ მოიპოვა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ აცნობა.
მესამე ადგილზე გასულმა გუჯაბიძე 369 ქულა დააგროვა. ჩემპიონი რუსი ნესტორ მენდგენი (415) გახდა, ხოლო მეორე ადგილზე ბულგარელი ბოიარ სავოვი (403) გავიდა.   
ბართაიას ცნობით, 16 წლამდე გოგონებს შორის სიცხიანმა იასპარეზა თამარ სიჭინავამ და მე-6 ადგილი დაიკავა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164908