ერთკვირიანი პაუზის შემდეგ რაფა ნადალმა მსოფლიოს რეიტინგსიაში მეორე ადგილი დაიბრუნა. რომის ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხებით “მალიორკელმა ბუღამ” როჯერ ფედერერს კლასიფიკაციაშიც გაასწრო და “მასტერზ1000”-ზე საჩემპიონო ტიტულების (21) მოპოვების რაოდენობითაც. “წლეულს კარგ საგრუნტო სეზონს ვატარებ. თუკი მადრიდში წაფორხილებას არ მივიღებთ მხედველობაში, ბევრი რამ გამომდის. რეიტინგის ადგილს რაც შეეხება, აგერ უკვე 8 წელიწადია, მოწინავე პოზიციებზე ვარ და პირადად ჩემთვის გავიდა ის დრო, როდესაც დაკავებულ ადგილს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი. საკუთარ თავში დაჯერებული ვარ, რაც რომში გამარჯვებამ კიდევ უფრო გამიმყარა”, - რაფა თანდათან რეიინგსიის ლიდერს ნოვაკ ჯოკოვიჩს უახლოვდება.
შეგახსენებთ, ნადალმა სარეკორდოდ, მეექვსედ მოიგო რომის “მასტერზ1000”.
ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11800
2 (3) რაფა ნადალი (ესპანეთი) 10060
3 (2) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 9790
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7500
5 (5) ჟო ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4965
6 (6) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4640
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4500
8 (8) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3010
9 (9) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 2910
10 (11) მარდი ფიში (აშშ) 2625







