ფეხბურთი

14:29 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორის „დილა“ მომავალ სეზონში ბრძოლისუნარიანი გუნდი იქნება

გორის „დილაში“ მიმდინარე სეზონს ოპტიმისტურად უყურებენ. გორელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა - უჩა სოსიაშვილმა ამის შესახებ „დილას“ პრესსამსახურთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სოსიაშვილის თქმით, მისი მიზანია, წელსვე ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მომავალში დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. მთავარ მწვრთნელს ახალი ფეხბურთელების იმედი აქვს.

„ჩვენი მიზანი იქნება, წელსვე ჩამოვაყალიბოთ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც მომავალში დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. გუნდში რამდენიმე ახალწვეულიც იქნება - შეთანხმება უკვე მიღწეულია კვეკვესკირთან, მოდებაძესთან, ზარქუასთან (ყველა „დინამოდან“), ფალავანდიშვილთან („დინამო 2“) და ერისთავთან („გაგრა“, იჯარით). მათ გარდა, კიდევ ორ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.“

უჩა სოსიაშვილი გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელად 18 ივნისს დაინიშნა. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, სოსიაშვილი „დინამო 2“-ს ედგა სათავეში. „დილაში“ მან გია გიგატაძე შეცვალა.

www.fcdila.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172301