გერმანიის ქალაქ რატინგენში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ მასპინძელი სონია ლარსენი 2:6, 6:3, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც რუს ამინატ კუშკოვას ეთამაშება.
მე-3 განთესვა აქვს სოფო შაფათავას, რომლის პირველი მეტოქეც ამერიკელი კაიტინ უორისკია. წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები პირველ ნომრად არიან განთესილნი და გერმანელებს – პედერსენს და სტემერს ეთამაშებიან.







