იტალიის ქალაქ სან სევეროში მიმდინარე 10-ათასიანი საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში მე-7 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ მე-3 განთესვის მქონე ფრანგ მირტილ გეორგესთან 6:7 (3:7), 1:6 წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა. თურქულ ანტალიაში, ასევე 10-ათასიან ტურნირის მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია რუს ელიზავეტა კულიჩკოვას გაეჯიბრება. წყვილთა მეოთხედფინალში ქვაცაბაია და ოქსანა კალაშნიკოვა ამერიკელებს – მეგალსა და მელიჩარს ეთამაშებიან.







