არიზონას ქალაქ სურპრაისში დაწყებულ 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში მე-4 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ამერიკელი ანამიკა ბარგავა 1:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და თუკი, ახლა, კიდევ ერთ მასპინძელ ელიზაბეტ ფერისსაც (მე-13) სძლია, ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვებს.
მთავარ ტურნირში პირდაპირაა დაშვებული სოფო შაფათავა, რომლის პირველი მეტოქეც მე-4 რეიტინგის მქონე ჩეხი ანდრეა ჰლავაჩკოვა იქნება. წყვილთა ტურნირში გორგოძე და შაფათავა სლოვაკებს ტაბაკსა და ვიენეროვას ეთამაშებიან. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქართულმა დუეტმა რანჩო მირაჟის 25-ათასიანი ტურნირი მოიგო.







