ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ რატინგენში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-2 მატჩიც მოიგო და მეოთხედფინალში გააღწია. მე-7 ნომრად განთესილმა გორგოძემ რუს ამინატ კუშკოვას 6:3, 6:2 სძლია, მომდევნო წრეში კი გერმანელებს – კლასენს და სიეგემუნდს შორის უმჯობესს შეხვდება.
წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ გერმანელები ლენერტი და ვახაჩიკი 6:1, 6:3 დაამარცხეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც ხსენებულ კუშკოვას და გერმანელ გეუერს ეთამაშებიან.







