ჩოგბურთი

15:08 | 18.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ფინალში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც კლერვოტერის 25-ათასიანი ტურნირში უკრაინელ ალიონა სოტნიკოვასთან ერთად თამაშობს, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გორგოძემა და სოტნიკოვამ ფლორიდულ ტურნირზე სამი გამარჯვება მოიპოვეს. მათ ჯერ ამერიკელებს – გალიქსონსა და ვეინოლდს სძლიეს – 6:4, 7:6 (8:6), შემდეგ პირველი რეიტინგის მქონე რუსულ-ფრანგულ დუეტს (კონდრატიევა-ლეფევრე) 6:3, 6:2 მოუგეს, ნახევარფინალში კი კვლავ ამერიკელები – გლატჩი და მინი 6:1, 6:3 დაამარცხეს.
ფინალში ქართველი და უკრაინელი მე-3 რეიტინგის მქონე ბრიტანელებს ნაომი ბროადსა და ჰიზერ უოტსონს გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092025