სხვა

17:47 | 22.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორგაძე კაჩი კოშს მიუახლოვდა, ჯუღელი – მაკე კოშს

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ბაშოზე საბოლოო დადებით ბალანსს, კაჩი კოშს ერთი ქულაღა აშორებს. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოჭიდავე ქართველმა დღეს მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ვეტერან სეკიტორს, ექსსეკივაკე ვაკანოსატოს აჯობა.
მაკუუჩი დივიზიონის მკვიდრმა მეორე ქართველმა, გაგამარუმ კი მე-10 ტურში მე-7 მარცხი იწვნია და თანამემამულისგან განსხვავებით მას კაჩი კოშისთვის დარჩენილი ხუთივე შეხვედრის მოგება სჭირდება. დღესაღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირად წოდებულმა თეიმურაზ ჯუღელმა ტანმორჩილ ტოიონოშიმასთან წააგო.
მე-11 ტურში ტოჩინოშინი 8-ქულიან ტაკარაფუჯის დაუპირისპირდება. გაგამარუს მეტოქე კი იკიოი იქნება.
ლიდერი კვლავ იოკოძუნა ჰარუმაფუჯია, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ათივე ბრძოლა მოგებული აქვს. კვალში მას ასევე იოკოძუნა, 9-ქულიანი ჰაკუჰო უდგას.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087296