ფეხბურთი

15:19 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგუამ ლავიწის ძვალი დაიზიანა

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ტრავმირებულია.

ქართველი ნახევარმცველი რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 26-ე ტურში სტუმრად ნალჩიკის “სპარტაკთან” წაგებულ (1:2) მატჩში დაშავდა. ხსენებულ შეხვედრაში გოგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. “სკა-ენერგიას” მთავარი მწვრთნელის ვალდას ივანაუსკასის თქმით, გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ლავიწის ძვალი დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელი მოედანს რამდენ ხანში დაუბრუნდება. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097861