საქართველოს პირველობას 20-წლამდე გოგონათა შორის ორიდან ორი ქულით ტრიო ლიდერობს ანა შამათავას (2104), ნატო იმნაძის (2082) და ანა კუჭავას (2063) შემადგენლობით.
მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შამათავა და იმნაძე, ხოლო კუჭავა თეთრებით ჩემპიონატის ელო-ფავორიტ მერი არაბიძეს (2355) შეხვდება.
გოგონებისგან განსხვავებით, ამავე ასაკის ჭაბუკებში ერთბაშად 5 მოჭადრაკე ასპარეზობს დანაკარგის გარეშე: ზურაბ ჯავახაძე (2448), ირაკლი ბერაძე (2324), გიორგი სიბაშვილი (2180), ილია ხელაძე (1671) და ნოდარ ლორთქიფანიძე (2240).
მე-3 ტურში ჯავახაძე ხელაძეს ეთამაშება, სიბაშვილი – ბერაძეს, ხოლო ლორთქიფანიძე – ბექა მოდრეკილაძეს (1600).
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, გამარჯვებულები კი სექტემბერში თურქეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ.







