ფეხბურთი

11:57 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი: “ლიგის მოგებაზე ფიქრისთვის არ გვცალია”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა დიეგო გოდინმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “პორტუსთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ატლეტიკოს” საჩემპიონო შანსზე საუბარს თავი აარიდა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა კომენტარი მხოლოდ მოგებულ თამაშზე გააკეთა. შეგახსენებთ, მადრიდელები პორტუგალიაში 0:1-ს აგებდნენ და ანგარიში სათავისოდ შეატრიალეს. ანგარიში სწორედ გოდინმა გაათანაბრა. სამქულიანი გოლი კი ჯარიმის გათამაშების შემდეგ თურანმა გაიტანა.

“ეს გოლი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან უმძიმეს შეხვედრაში გავათანაბრე ანგარიში. რაც შეეხება თურანის მიერ გატანილ გოლს, ეს წინასწარ დამუშავებული კომბინაციის შედეგი იყო. დიდხანს ვემზადეთ და შანსიც მოგვეცა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა თითოეული თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებაა. ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრისთვის კი ნამდვილად არ გვცალია”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112206