ფეხბურთი

14:37 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

Goal: ფალკაო “მონაკოს” დღეს დაადასტურებს

 

დიდი ალბათობით, მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი ვარსკვლავი რადამელ ფალკაო კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს. Goal-ის ცნობით, სამხრეთამერიკელი მეგოლე “მონაკოსთან” შეთანხმებას დღესვე დაადასტურებს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ფალკაოს მომავალ კლუბთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს. კოლუმბიელის ტრანსფერი 60 მილიონ ევროდაა შეფასებული. მისი წლიური ანაზღაურება 8.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. საგულისხმოა, რომ თავდამსხმელის შეძენას ლონდონის “ჩელსიც” აქტიურად ცდილობს, მაგრამ ფავორიტი “მონაკოა”.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ფალკაომ “ატლეტიკოს” მაისურით 34 გოლი მიითვალა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138721