მსოფლიო მასშტაბის საქველმოქმედო კამპანიაა, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, UNHCR და ნაციონალურ ოლიმპიურ კომიტეტებთან ერთად. პროექტის მიზანია სპორტული ტანსაცმისა და აღჭურვილობის დონაცია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მულტი სპორტული ღონისძიებაა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49 წევრი ქვეყნის ახალგაზრდა
სპორტსმენთათვის. ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 2015 წელს თბილისი მასპინძლობს ფესტივალს. “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტი უერთდება საერთაშორისო კამპანიას და ახორციელებს პროექტს - “Giving is winning” - “რასაცა გასცემ შენია...” საქართველოში.
პროექტის ფარგლებში მოხდება სპორტული ტანსაცმლის და ინვენტარის შეგროვება სპორტის ფედერაციებისგან, სპორტული კლუბებისგან, სპორტსმენებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და საელჩოებისგან.
მოქალაქეებს ასევე ექნებათ საშუალება ჩაერთონ პროექტში და შეიტანონ წვლილი ამ მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტში. ნივთების შეგროვება შესაძლებელი იქნება პროექტის ოფიციალური გამოცხადებიდან (ივნისი) 2 თვის
განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ შეგროვების წერტილებში. არ მიიღება დაზიანებული ნივთები. შეგროვებული ნივთები დაურიგდებათ აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთიდან
იძულებით გადაადგილებულ პირებს.
პროექტში ჩართული მხარეები:
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი
საქართველოს ნაციონალურ ოლიმპიურ კომიტეტი
UNHCR
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო







