ფეხბურთი

10:37 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანმა, შესაძლოა, "შტუტგარტთან" ითამაშოს

ილქაი გიუნდოგანმა ვარჯიში რომ განაახლა, ეს გასულ კვირას გვეწერა. ახლა კი, გერმანული ბილდ-ის ცნობით, "დორტმუნდის" მწვრთნელი იურგენ კლოპი გიუნდოგანს "შტუტგარტთან" მომავალ ტურში სათამაშოდ ამზადებს.

გიუნდოგანზე დაყრდნობა დორტმუნდელთა კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ამ გუნდს შარშან ხომ ტრავმების ეპიდემია ჰქონდა და მიმდინარე სეზონშიც ასეა.

გიუნდოგანი წელის ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. მან გასულ სეზონში მხოლოდ 3 არასრული მატჩი ჩაატარა, არადა, გემახსოვრებათ, რა შესანიშნავ ფორმაში იყო 2012/2013 წლების სეზონში, როცა კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

ილია კახელიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062048