კალათბურთი

1:36 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შინ დავბრუნდი”

გიორგი შერმადინმა “სარაგოსას” ოფიციალურ ვებ-გვერდს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ესპანურ გუნდს გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მომავალ სეზონში არა – 19, არამედ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ძალიან აღელვებული ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შინ ვბრუნდები. აქ ბევრი მეგობარი მყავს და მათთან შეხვედრა მიხარია. ვიცი, რომ გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა, ახალი ბიჭებიც ნამდვილი პროფესიონალები არიან და შეთამაშება არ უნდა გაგვიჭირდეს. ბერძნებმა ესპანელებივით მხურვალება ქომაგობა იციან, თუმცა, სარაგოსელი გულშემატკივრები მაინც განსაკუთრებულები არიან. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებ”, - აღნიშნა შერმადინმა.

ცნობისთვის, ქართველი ცენტრის დაბრუნებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “სარაგოსას” “ფეისბუქის” და “ტვიტერის” გვერდებზე შერმადინის ტრანსფერზე ცნობამ სარეკორდო რაოდენობის “ლაიქები”, გაზიარებები და “რე-ტვიტები” მოაგროვა. ცხადია, არაგონელი ქომაგების აბსოლუტური უმრავლესობა გიოს დაბრუნებას აღფრთოვანებით შეხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112607