კალათბურთი

15:42 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “ღმერთის წყალობით, წარმატების იმედი გვაქვს”

“პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მე-5 და მე-4 ნომრები ჰყავს. ამასთან, მათი გუნდი ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო ფორმაშია და ამბიციაც დიდი აქვთ. მიუხედავად ამისა, ღმერთის წყალობით, წარმატების იმედი გვაქვს”, - ეს სიტყვები საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრმა გიორგი შერმადინმა პოლონეთთან მატჩზე წასვლამდე გვითხრა.

ცხადია, რომ ქართველმა კალათბურთელმა, რომელიც ნაკრების საკონტროლო მატჩებში ჩინებულად წარმოჩინდა, პოლონელთა ლიდერებში მაჩიეი ლამპე და მარცინ გორტატი იგულისხმა, ამ უკანასკნელის ნბა-ში მიღებულ გამოცდილებას კი ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა.

მიუხედავად ამისა, ქართველი კალათბურთელები მხოლოდ გამარჯვებისთვის ემზადებიან და ცხადია, შესაბამისი გეგმაც აქვთ შემუშავებული. “ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვენს ვებ-გვერდზეც განაცხადა, რომ პოლონელებთან თამაშისთვის დაცვითი სქემები გვაქვს დასახული. დაუმარცხებელი არავინაა. ერთი თამაშია და მოგებისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ”.

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი “ჯომა”


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064573