საკმაოდ სერიოზული გამოდგა ქუთაისის "ტორპედოს" მცველის გიორგი ონიანის ტრავმა. "სიონი"-"ტორპედოს" მატჩის (2:0) დასრულების შემდეგ, ონიანი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ახლა ის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში წევს და ოპერაციას გაუკეთებენ. სავარაუდოდ, ამ ღამეს, ან მაქსიმუმ ხვალ დილით. ამჟამად ქირურგს ელოდებიან. პრობლემა ხერხემალზეა.
ეს ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძემ მიაწოდა.
ონიანმა ეს ტრავმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მიიღო. ორთაბრძოლისას დაეცა და პირით ხაზს მიღმა, დაახლოებით ორ მეტრში რკინის ბოძს შეეჯახა. ექიმები საკმაო ხანს თავს დასტრიალებდნენ, შემდეგ კი სასწრაფოთი წაიყვანეს.
იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება...
მალხაზ ახვლედიანის ფოტო







