ფეხბურთი

10:17 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას გიოტცეს გოლმა მოაგებინა

 

იოაჰიმ ლიოვის გაწვრთნილმა გერმანიამ მძიმე ბრძოლაში სძლია ჩილეს – 1:0. შტუტგარტის სტადიონზე ერთადერთი გოლი მარიო გიოტცემ გაიტანა, კერძოდ, მე-16 წუთზე მესუთ იოზილის პასის შემდეგ, ცაციით ძლიერად დაარტყა ზედა კუთხეში. ეს გიოტცეს მე-6 გოლია ნაკრებში.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მეორე ტაიმში კი “ლა როხამ” მეტოქეს აჯობა. ერთ მომენტში “ვალენსიის” ფორვარდმა ვარგასმა ხარიხას გაარტყა ბურთი, თუმცა ჩილელთაგან სხვებზე მეტად “ბარსელონას” შემტევი ალექსის სანჩესი გამოირჩეოდა. დამამთავრებელ ფაზაში უჭირდათ სამხრეთამერიკელებს, თორემ თამაშის სურათის მიხედვით, მინიმუმ ფრეს იმსახურებდნენ.  

ლიოვმა ერთი დებიუტანტიც ათამაშა: ფრაიბურგელი გინტერი ბოლოს შეიყვანა მინდორზე. აშკარად სუსტად ჩაატარა მატჩი მიროსლავ კლოზემ და აკი, შესვენებისას შეცვალეს კიდეც.

უნდა ითქვას, რომ გერმანიას არ ჰყავდა ორი წამყვანი შემტევი: მარკო როისი და ტომას მიულერი. და მაინც, შტუტგარტის სტადიონის ტრიბუნებიდან გერმანელებს სტვენა არ დაჰკლებიათ – გულშემატკივრები მეტს ელოდნენ საყვარელი გუნდისგან.  

გერმანია-ჩილე 1:0 (1:0)

გერმანია: ნოიერი, გროსკროიცი, მერტესაკერი, ბოატენგი, იანსენი (შმელცერი 23), ლამი, შვაინშტაიგერი, იოზილი (გინტერი 89), კროოსი, გიოტცე (პოდოლსკი 83), კლოზე (შიურლე 46).

ჩილე: ერერა, მედელი, სილვა (მარკ გონსალესი 83), ხარა, გუტიერესი, ისლა, არანგუისი (ორელიანა 80), ბოსეჟური (ვალდივია 77), ვიდალი (ფერნანდესი 90), სანჩესი, ვარგასი (პინილია 86).

გოლი: 1:0 გიოტცე (16).

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091166