პლიაჟის ფრენბურთის წყვილმა გეორ-გიამ ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ტურის პირველ ეტაპზე სამიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ასპარეზობა მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილებზე დაასრულა, რისთვისაც 120 სარეიტინგო ქულა და 2 800 დოლარი მიიღო.
ბრაზილიელი ფრენბურთელებით (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო) დაკომპლექტებული გეორ-გია ”ბრაზილია ოუფენის” ძირითად ბადეში მე-11 ნომრად გახლდათ განთესილი და საწყის დღეს, თითო მოგება-წაგება მიითვალა, შემდეგ კი მე-12 რეიტინგის მქონე ლატვიურ დუეტთან (სამოილოვსი-სოროკინსი) 0:2 (19:21, 21:23) დამარცხდა.
24-29 აპრილს, გეორ-გია პოლონურ მისლოვიცეში ”სილეზია ოუფენში” ჩაებმება, ხოლო ამავე ვადებში, ქალთა წყვილი საქა-რთველო ჩინურ სანიაში ითამაშებს.







